
ეს რთული შეხვედრა იქნება, ჩვენ 27 ლიდერიდან 26-ის მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Current Time-თან ინტერვიუში, ევროკავშირის სამიტისთვის მზადების კომენტირებისას.
„პოზიტიური არის 26 ლიდერის მხარდაჭერა, რათა მიიღონ მეტი ფული უკრაინისთვის - ფინანსური მხარდაჭერა და მეტი სამხედრო აღჭურვილობა. ამავდროულად, ჩვენ გვყავს ერთი ქვეყანა, უნგრეთი, რომელიც გამოხატავს გარკვეულ ეჭვებს და გარკვეულ სურვილის არქონას. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ უნგრეთი და დღედაღამ ვმუშაობთ ამ ევროპული საბჭოს მოსამზადებლად. იმედი მაქვს, ჩვენ ამას შევძლებთ."
მიშელს მიაჩნია, რომ შესაძლებელია უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმების მიღწევა. ამასთან, ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მან თქვა:
„გაფართოება ცოტა უფრო რთულია. რატომ? იმიტომ, რომ, პირველ რიგში, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მოლდოვაზე, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთზე. ასევე იმიტომ, რომ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება 27 ქვეყანა, რათა დავიწყოთ მოლაპარაკება უკრაინასთან. მაგრამ გაფართოების პროცესი რთულია. ეს გზა რამდენიმე საფეხურიანი გზაა. და რაც უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება, არის დამატებითი ნაბიჯის გადადგმა გაფართოების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნის მიერ გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები“.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა უნგრეთის პოზიცია უკრაინის მიმართ სხვა ქვეყნებზე, მიშელმა უპასუხა:
„დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად ვამზადებ ევროსაბჭოს სხდომას და მაგიდაზე დევს წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასა და მოლდოვასთან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი და დასავლეთ ბალკანეთისთვის მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის მენიუში და მე არ ვაპირებ დღეს სპეკულირებას იმ საკითხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ჰიპოთეტურია“.
0
0