22/04/2024
12:19
მსოფლიო
კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ახალმა ტექნოლოგიამ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები პრაქტიკანტ ექიმებზე უკეთესად შეაფასა და უფრო სწორი რეკომენდაციები გასცა.
OpenAI-ის მიერ შემუშავებულმა ენობრივმა მოდელმა ხელოვნურმა ინტელექტმა (GPT-4), მრავალჯერადი წერილობითი გამოცდისას თითქმის სპეციალისტი თვალის ექიმების ფუნქცია შეასრულა. მკვლევარებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელის უნარები, რომელიც ცნობილია ტექსტის გენერირებით და უამრავ მონაცემს ეფუძნება, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ექიმების, მათ შორის უმცროსი ექიმების, ასევე სტაჟიორთა და ექსპერტების, უნარ-ჩვევებს შეადარეს.
თითოეულ ჯგუფს ათობით სცენარი წარუდგინეს, სადაც პაციენტებს მხედველობის სპეციფიკური პრობლემები ჰქონდათ და დიაგნოზის დასმა ან სამკურნალო რჩევის მიცემა სთხოვეს ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთის შერჩევით. პრაქტიკანტი ექიმების შესამოწმებლად ტესტი ეფუძნებოდა სახელმძღვანელოდან აღებულ წერილობით კითხვებს თვალთან დაკავშირებულ მთელი რიგი პრობლემების შესახებ - მათ შორის სინათლის მიმართ მგრძნობელობაზე, მხედველობის დაქვეითებაზე, დაზიანებებსა და თვალების ქავილზე. მკვლევარების თქმით, სახელმძღვანელო, რომელსაც დასმული შეკითხვები ეფუძნებოდა, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენობრივ მოდელს მისი შინაარსი გამოეყენებინა.
GPT-4-მა უმცროს ექიმებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი შეფასება მიიღო. სტაჟიორების, ექსპერტებისა და GPT-4-ის მიერ მიღებული ქულები თანაბარი იყო, თუმცა ტექნოლოგიური მოდელი საუკეთესო სპეციალისტებმა „დაამარცხეს“.
მკვლევარებმა ასევე იგივენაირად გამოსცადეს OpenAI-ის მოდელის, Google-ის, PaLM2-ისა და Meta-ს LLaMA-ს ადრინდელი ვერსია - GPT-3.5. გაირკვა, რომ შეკითხვებს GPT-4-მა უფრო ზუსტი პასუხი გასცა, ვიდრე სხვა მოდელებმა. მკვლევარების შეფასებით, დიდი ენობრივი მოდელები ვერ ჩაანაცვლებს ექიმებს, მაგრამ ექიმების მხარდაჭერით მათ შეუძლია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაციენტების რაოდენობის შემცირება.
"მეტი გამოცდის ჩატარებაა საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტური მოდელია. თუ მისი საიმედოობა დადასტურდება, ეს ტექონოლოგია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს,“ - თქვა ერთ-ერთმა მკვლევარმა არუნ ტირუნავუკარასუმ.
0
0