13/12/2022
17:33
მსოფლიო
წარმოდგენილია მსოფლიოში პირველი „ინკუბატორი“ ჩვილების ხელოვნურად „გამოსაყვანად“.
„ინკუბატორის“ შემქმნელების განცხადებით, წელიწადში 30 ათასამდე ბავშვის „გამოყვანას“ შეძლებენ, მომავალ მშობლებს კი პროცესის ყურება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.
Science & Stuff ამის შესახებ EctoLife-ის მიერ შემუშავებულ ინოვაციაზე წერს.
2021 წლის ბოლოს ილონ მასკმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა თავისი შეშფოთება კაცობრიობის მომავლის შესახებ. „თუ ადამიანებს მეტი შვილი არ ეყოლებათ, მაშინ ცივილიზაცია დაიღუპება" - დარწმუნებულია მილიარდერი, რომელიც თავად ექვსი შვილის მამაა. მასკის განცხადებებმა საზოგადოების ცნობიერება წინ წამოწია მსოფლიოში შობადობის კლების შესახებ.
თითქმის, ერთი საუკუნის განმავლობაში, შობადობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში მცირდება. შედეგი არის ის, რასაც მეცნიერებმა უწოდეს „მსოფლიოში უნაყოფობის კრიზისი“. თუმცა, ჩნდება ახალი გამოსავალი - ხელოვნური საშვილოსნო.
2017 წელს მეცნიერებმა შექმნეს "BioBag", რომელიც ხელოვნური საშვილოსნოს ფუნქციას ასრულებდა და იქ ბატკნის გაზრდა შეძლეს. ახალი კონცეფცია იგივეს სთავაზობს ადამიანებს.
პროექტის დამფუძნებელი, ჰაშემ ალ-გაილი დარწმუნებულია, რომ EctoLife-ის კონცეფციამ ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია შეცვალოს ტრადიციული მშობიარობა. ის იმედოვნებს, რომ საზოგადოება საბოლოოდ დააკმაყოფილებს მშობლების მოთხოვნილებებს, რომლებიც „დაღლილები არიან შვილად აყვანის სააგენტოს პასუხის მოლოდინით“ და მათი, ვინც „ორსულობის გართულებებით წუხს“. თუმცა, რაც მთავარია, ის ამბობს, რომ EctoLife-ს შეუძლია უნაყოფობის კრიზისთან გამკლავება.
EctoLife-ის ხელოვნური საშვილოსნოს კონცეფცია ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის, ვინც იბრძვის დაორსულებისთვის - განაცხადა ალ-გაილიმ.
"ეს იდეალური გამოსავალია ქალებისთვის, რომლებსაც ქირურგიული ჩარევით ჩაუტარდათ საშვილოსნოს ოპერაცია კიბოს ან სხვა გართულებების გამო " - განაცხადა ალ-გაილიმ.
მისი თქმით, EctoLife სისტემა ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ფართო გამოყენებას. თითოეულ ბავშვს მიეწოდება „მათ საჭიროებებზე მორგებული აუცილებელი საკვები ნივთიერებები“.
EctoLife მშობლებს საშუალებას მისცემს გაიგონ, რას ხედავს და ისმენს მათი შვილი 360°-იანი კამერით, რომელიც მოთავსებულია ხელოვნურ საშვილოსნოში. კამერები უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარების უწყვეტ ვიდეოს, რაც მშობლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ ბავშვის პროგრესს სმარტფონებზე.
0
0