
„თუ მთავრობები სათანადო ზომებს არ მიიღებენ, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაცია მოახდინოს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ვიცე პრემიერმა ოლივერ დაუდენმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
ოლივერ დაუდენის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების რისკები მთავრობების შესაძლებლობებს აჭარბებს, რათა მისი უსაფრთხოება უზრუნველყონ.
”ამ დროისთვის, გლობალური რეგულაცია მიმდინარე მიღწევებს ჩამორჩება. წარსულში, მთავრობებმა ტექნოლოგიური განვითარების საპასუხოდ რეგულაციები შექმნეს, მაგრამ რისკების სათანადოდ შესამცირებლად, ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, ახალი წესებიც უნდა დაინერგოს. მხოლოდ სახელმწიფოების ქმედებამ შეიძლება დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი შეშფოთების მიზეზი აღარ არსებობს. რეალურად, ეს ინტრუმენტი (AI) სასიკეთოც არის და საზიანოც“, - განაცხადა დოუდენმა.
ნოემბერში, დიდი ბრიტანეთი ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხის განსახილველად გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.
როგორც BBC-ი წერს, არსებობს შიში, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება საბოლოოდ გააქროს სამუშაო ადგილები, გაზარდოს დეზინფორმაცია და გამყარდეს დისკრიმინაცია.
ბევრი ექსპერტი გაოცებული იყო ხელოვნური ინტელექტის სისტემის ზოგიერთი შესაძლებლობის სწრაფი ზრდით.
Faculty.ai-ს ხელმძღვანელმა მარკ უორნერმა კი თქვა, რომ მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული ამოცანის შესრულების უნარი (როგორიცაა კიბოს ნიშნების ძებნა რენტგენოლოგიურ სკანირებაში) და, ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი.
„ეს მძლავრი ალგორითმებია, რომლებსაც გამომუშავებული აქვთ უნარები. თუმცა ამ მომენტში, ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის ვიწინასწარმეტყველოთ, როდის შეიძლება მათი შემდგომი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არ ვარ ზედმეტად შეშფოთებული ტექნოლოგიების ამჟამინდელი პროგრესის გამო, ვფიქრობ, გონივრულია, რომ მთავრობებმა რისკების შესამცირებლად უფრო და უფრო ძლიერი ვერსიების შემუშავება დაიწყოს. მე უკვე 10-15 წელია ვაკვირდები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სფეროს და 2-3 წლის წინ არავის აინტერესებდა ეს თემა. ვთვლი, რომ საერთაშორისო დონეზე სერიოზული დისკუსიის დაწყება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების შესახებ, თავისთავად წარმატებაა“, - თქვა მარკ უორნერმა.
სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები თანხმდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტის მასშტაბების რეგულირება საჭიროა. ვაშინგტონში, ტექნოლოგიების ლიდერების ბოლო დახურული შეხვედრის შემდეგ, ილონ მასკმა განაცხადა, რომ „ამ საკითხში კონსენსუსი მიღწეულია.“
თუმცა Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა ანალიტიკოსის იასმინ აფინას თქმით, სწრაფი საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა რთული იქნება.
„ბირთვულ იარაღთან შედარებით (როცა წლები დასჭირდათ ადამიანებს, რომ რაღაცაზე შეთანხმებულიყვნენ), ხელოვნური ინტელექტი, როგორც ტექნოლოგია, იმდენად რთული და განსხვავებულია, არ მგონია, რომ ადვილი იქნება ხალხის სასარგებლოდ მოლაპარაკება,“ - აღნიშნა იასმინ აფინამ.
0
0