02/08/2023
17:33
მსოფლიო
შვედური კვლევის მიხედვით, ხელოვნურ ინტელექტს მკერდის კიბოს სკრინინგის შედეგების "დამაჯერებლად" გაშიფვრა შეუძლია.
შვედმა მკვლევარებმა ლუნდის უნივერსიტეტის ჯგუფის ხელმძღვანელობით დაადგინეს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კიბოს გამოვლენა ორი რადიოლოგის "სისწრაფით" არის შესაძლებელი. თუმცა მათივე განცხადებით, მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო, რათა სრულად დადგინდეს, შეიძლება თუ არა სკრინინგის პროგრამებში მისი გამოყენება.
ექსპერტების თქმით, ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც განიხილავს მამოგრაფიაში [სარძევე ჯირკვლის რენტგენი] მკერდის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.
კვლევაში 80000-ზე მეტი შვედი ქალი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 54 წელია. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სკრინინგის ჩატარების შემდეგ 244 ქალს აღმოაჩნდა კიბო, სტანდარტული სკრინინგის შედეგების მიხედვით კი - 203 ქალს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით "მცდარი დადებითი მაჩვენებელი" 1.5% იყო როგორც AI ჯგუფში, ასევე რენტგენოლოგების მიერ შეფასებულ ჯგუფში.
„ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, რომ გამოიყენებოდეს მკერდის კიბოს სკრინინგის დროს, რაც ამსუბუქებს სამუშაო დატვირთვაზე ზეწოლას და ხელს უწყობს რადიოლოგების დეფიციტის შევსებას მთელს მსოფლიოში. ასევე უზრუნველყოფს პაციენტებისთვის ექიმთან სავიზიტო ლოდინის დროის შემცირებას. ის საშუალებას აძლევს რადიოლოგებს ფოკუსირება მოახდინონ უფრო მოწინავე დიაგნოსტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში რადიოლოგები აუცილებელი და შეუცვლელია, ხელოვნური ინტელექტის მონაცემების, გამჭრიახობისა და სიზუსტის მქონე რადიოლოგი სულ უფრო მეტად გახდება უდიდესი ძალა პაციენტებზე ზრუნვისთვის,“ - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა კრისტინა ლანგმა.
0
0