
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული ამოცანა 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლაა, თუმცა, ელისაშვილი ასევე ამბობს, რომ არ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნდეს ქვეყნის მართვას.
„ისტორიული ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება 2024 წელს აუცილებლად უნდა შეიცვალოს. დღეს, „ქართული ოცნება“ არის ძალაუფლების შენარჩუნების ინერციაზე გადასული ძალა, რომელიც მომდევნო არჩევნებზე სხვა მხარეს უნდა ვიხილოთ, მაგრამ, მე ასევე ღრმად მწამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გადასვლა და ოპოზიციაში გადასვლა ქართული სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი წინ დემოკრატიისთვის, მაგრამ ბოდიში ჩემს კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ მათი აქეთ გადმოსვლა, ასევე, არაფრით არ შეიძლება, ეს იქნება ხუთი ნაბიჯი უკან. ვინაიდან, რასაც ვაკვირდები, თქვენ ამ 11 წლის განმავლობაში ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ და ისევ მხოლოდ რევანშიზმით ხართ შეპყრობილი და თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა იქნება ხუთი ნაბიჯი უკან“, - მიმართა ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
0
0