18/06/2022
22:59
პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის არ გაწევას გამოეხმაურა.
„ხელისუფლებას პოლიტიკური განცხადებები უნდა გაეკეთებინა და ეჩვენებინა მზაობა ევროკავშირისთვის, რომ ის ვალდებულებები, რაც თუნდაც შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო ჩამოყალიბებული, ის, რაც არის მათ შორის საქართველოს ვალდებულებების ნაწილი ასოცირების დღის წესრიგში, ეთქვათ, რომ ისინი აღიარებენ ამ პრობლემებს, მზად არიან, რომ დაიწყოს მუშაობა ამ რეფორმების გასატარებლად. თუნდაც შეექმნათ გარკვეული ჯგუფები, სამუშაო ფორმატები პარლამენტში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეჩვენებინათ, რომ ამ საკითხებზე მუშაობას სერიოზულად იღებს ხელისუფლება და იწყებს მათ მოგვარებას. თუმცა, ნაცვლად ამისა, ვნახეთ, რომ არა თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, არამედ ვნახეთ ქმედებები, ნაბიჯები და განცხადებები, რომ ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ საქართველოს შანსები, რომ მიეღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ლომჯარიამ.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.
0
0