-share.jpg)
ხელისუფლების ორივე პოლიტიკური შტო აქტიურად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინა.
მისი თქმით, უმრავლესობა თანაბრად მუშაობს ყველა ქვეყანასთან იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა თითოეული სახელმწიფოს მხრიდან.
„არსებობს ასეთი ქვეყნები, რომელთაგანაც შეიძლება მეტ რისკებს ველოდოთ, თუმცა დასახელება ბუნებრივია, არ ივარგებს. ჩვენ თანაბრად ვმუშაობთ ყველა ქვეყანასთან იმისთვის, რომ გვქონდეს მხარდაჭერა თითოეული სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ჩვენი საერთო პოლიტიკა და ხედავთ, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს ხელისუფლება. ამაში ჩართულია როგორც მთავრობა, პირადად პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, ასევე საპარლამენტო გუნდი. ხელისუფლების ორივე პოლიტიკური შტო აქტიურად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან. აქედან გამომდინარე, დავიტოვოთ იმედი, რომ საბოლოო ჯამში, ოცდაშვიდივე ქვეყნის მხარდაჭერა გვექნება, თუმცა რისკები არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0