-share.jpg)
საქართველოს ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში.
„პასუხი არის ერთადერთი – საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩაბმული აღმოჩნდეს სამხედრო დაპირისპირებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ აღმოვუჩენთ სამხედრო ტიპის დახმარებას სამხედრო დაპირისპირების ერთ-ერთ მხარეს, მით უმეტეს, რომ როგორც ვიცი, საუბარია ისეთი იარაღის გადაცემაზე, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, მაგრამ ეს უბრალოდ დეტალია. ალბათ, მთავარი არის ძირითადი გენერალური ხაზი და პოზიცია ხელისუფლების, ქვეყნის, რომელსაც ჰქვია საქართველო, რომ ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ ომში.
ჩვენ ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ. ეს შეიძლება, ზოგიერთ მსმენელს არ ახსოვდეს, რადგან შემდეგ გაჩნდა და იზრდება მას შემდეგ, რაც ომები საქართველოში დამთავრდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ომის თაობები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს რამხელა უბედურებაა. ამიტომ, ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. ამიტომ, როგორც აქამდე დავდიოდით ამ დანის პირზე, იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით გავივლით. იმედი მაქვს, უკრაინაში ომი მალე დასრულდება და ის დასრულდება უკრაინული სახელმწიფოსა და ხალხის გამარჯვებით“, – განაცხადა წულუკიანმა.
0
0