19/04/2023
13:05
პოლიტიკა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციამ არ უნდა დატოვოს პარლამენტის შენობა, სანამ პარლამენტში კენჭისყრა არ შედგება.
მისი თქმით, დროა ოპოზიციამ ინიციატივა აიღოს ხელში.
„მგონია, რომ რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ჩასაფრებიდან“ მოქმედება, ახლა არის დრო ოპოზიციამ ინიციატივა თავის ხელში აიღოს და თვითონ შექმნას ამ ტაქტიკური ბრძოლის დღის წესრიგი.
ამის გაკეთება შესაძლებელია შემდეგნაირად: გამოაცხადონ, რომ არ დატოვებენ პარლამენტის შენობას, სანამ კენჭისყრა არ შედგება რამდენი დღეც არ უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი.
პარალელურად პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოებამ მოაწყოს პერმანენტული აქცია იგივე მოთხოვნით.
ხელისუფლებას უნდა გავაგებინოთ - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!“ - წერს გია ხუხაშვილი.
0
0