09/03/2023
13:05
პოლიტიკა
“ქართულ ოცნებას” აქვს უკანასკნელი შანსი, აჩვენოს, რომ ის არ არის პრორუსული ძალა, – ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუშ განაცდაა.
სალომე ზურაბიშვილი ამერიკული მედიის მეშვეობით “ქართულ ოცნებას” ღიად განუდგა და მოუწოდა ხელისუფლებას, შეამციროს უფსკრული მათსა და ხალხს შორის.
ხელსუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი შეამციროს საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ის, რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალურად არის ის, საითაც მიდიან. ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება. ეს კანონი არსაიდან მოდის, არავის მოუთხოვია , არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება, – განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0