27/01/2022
15:58
პოლიტიკა
პირადად, ჩემი დამოკიდებულება მთავრობის საქმიანობისა და დემოკრატიის ხარისხის შესახებ სრულად ემთხვევა NDI-ის კვლევის ტენდენციებს. როგორც სჩანს, ამ ქვეყანაში ბევრ ადამიანს გვაქვს შეგრძნება, რომ ქვეყანას განვითარების გეგმა არ აქვს. ხალხი ხვდება, რომ მთავრობას ძალაუფლების შენარჩუნების გარდა სხვა მიზანი არ აქვს, ხელისუფლებამ არ იცის რა ტიპის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის მშნებელობა სურს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ სტაგნაციის შეგრძნება. ან ფიქრობენ, რომ სახელმწიფო არასწორად ვითარდება.'' - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეთა ნდობა პოლიტიკური აქტორების, დემოკრატიის მთავარი მოქმედი სუბიექტების მიმართ კატასტროფულ მაჩვენებელს უახლოვდება.
,,დემოკრატიის ხარისხი მასში მონაწილე აქტორებისადმი ნდობით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამჭვირვალეობითა და თანმიმდევრულობითაც იზომება. ბოლო რამდენიმე წელიწადია ქართული პარტიები თავიანთი პროვოკაციული მოქმედებებით, მხოლოდ ლიდერთა პირად ამბიციებზე ზრუნვით, პრინციპების მუდმივი ღალატით გამოირჩევიან. შესაბამისად, სრულიად არ არის გასაკვირი, რომ მოქალაქეთა ნდობა პოლიტიკური აქტორების, დემოკრატიის მთავარი მოქმედი სუბიექტების მიმართ, კატასტროფულ მაჩვენებელს უახლოვდება.''
ამასთან, როგორც ლევან ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ხალხს არ აქვს გამოკითხვებში მონაწილეობის პოზიტიური გამოცდილება, ასევ მათ უჭირთ აზრის პირდაპირ დაფიქსირება.
,,საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვები პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიურად არ ტარდება. კვლევებს არ აქვს მუდმივი, განმეორებადი, სისტემური ხასიათი. ათასში ერთხელ, რომელიმე დონორი ორგანიზაციის ნებისამებრ აკვირდებიან მკვლევრები საზოგადოების პოლიტიკურ ქცევებს. ქვეყანაში არ მოქმედებს რამდენიმე, თანაბრად ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევიდოდნენ და ურთიერთკონრტოლის ფუნქციას შეასრულებდნენ. სუსტია სოციოლოგიის საუნივერსიტეტო კათედრების გავლენაც. ხალხსაც არ აქვს გამოკითხვებში მონაწილეობის პოზიტიური გამოცდილება, რეგიონებში ადამიანებს სოციალური დახმარებისა, თუ სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშით, დღემდე უჭირთ აზრის მკაფიოდ და პირდაპირ გამოხატვა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კვლევებისა და მისი შედეგების მიმართ სრული ნდობის გამოცხადება რთულია.'' - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
დღეს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ; ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.
0
0