ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმინება:
მისი თქმით, პოლიციელს უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ მოქნეული ხელი საქართველოს უკეთეს მომავალს მოხვდება
,,ხელისუფლება უკვე სრულიად გაკოტრებული და შესაბამისად სასტიკად დამარცხებულია. ისტორიამ უკეთესი, ევროპული მომავლის სახელით მას უკვე გამოუტანა განაჩენი.
ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ის თავს გრძნობს გალიაში გამოკეტილი, მშიერი და დამფრთხალი მხეცივით, რომელიც გააფთრებით ეძებს საკბილოს.
არ უნდა შევიდეთ მის გალიაში, მშვიდად უნდა ვაცადოთ, რომ საკუთარი სხეულის ჭამა თვითონ დაიწყოს.
გამარჯვების გაფორმების ფორმულა ახლა მშვიდობიან, მაგრამ შეუპოვარ და პრინციპულ პროტესტში, თუ გნებავთ სისტემურ დაუმორჩილებლობაშია.
პოლიციელს უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ მოქნეული ხელი საქართველოს უკეთეს მომავალს მოხვდება და სულ მალე დადგება დრო, როდესაც საკუთარ შვილებს თვალს ვეღარ გაუსწორებს… - წერს გია ხუხაშვილი.
0
0