16/02/2024
17:36
პოლიტიკა
მსჯელობა მიმდინარეობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურების უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილში, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება იყო კონსტრუქციული და ისმენდა ოპოზიციის მოსაზრებებს.
„მნიშვნელოვანია რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა პოზიციების შეჯერება, ზოგიერთებზე უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, მაგრამ არსებითი და ღრმა მსჯელობა გაგრძელდება მას შემდეგ, რაც დაიდება კონკრეტული ცვლილებების პროექტი. სასიამოვნო იყო ის, რომ ხელისუფლება იყო კონსტრუქციული და ისმენდა ოპოზიციის მოსაზრებებს. მთავარია, ოპოზიციის მოსაზრებები შემდგომ როგორ აისახება კანონ-პროექტებში“, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. მსჯელობა მიმდინარეობს სამ საკითხზე, რომლებიც სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ნორმების ცვლილებას, ანტიკორუფციულ ბიუროსა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობას შეეხება. ეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის ფარგლებში გაწერილი საკითხებია. ლელო ერთადერთი პარტიაა, რომელიც პროცესს გაემიჯნა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ დახურულ ფორმატში ოპოზიცია მათ მიერ დაყენებულ ყველა საკითხს იზიარებს. სოფო ბერიძე გვიერთდება შეხვედრის დეტალებით პირდაპირ ეთერში.
0
0