
გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ორკ-ქოცების მიერ Pride ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება. პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ქართულ ოცნებას ექვემდებარება.
"დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, პარტიას ექვემდებარება და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. ხელისუფლებამ, რომელიც ძალადობრივი ჯგუფებისგან განუყოფელია, ადამიანები მოატყუა, რომ დაიცავდა, რათა შეკრების ადგილზე რაც შეიძლება მეტი მოძალადე მიეყვანა და შემდგომ ეს მათ გამარჯვებად გაეფორმებინა. ოცნებამ ერთი ხელით ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ გარანტიები მისცა და მეორე ხელით ძალადობა დააორგანიზა. ეს არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ როცა დასჭირდებათ და ვის წინააღმდეგაც დასჭირდებათ, იძალადებენ, თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესის ძალადობრივ გარემოში წარმართვას აპირებს. დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნებისთვის ფასეულობები არ არსებობს. თუ დასჭირდათ იძალადებენ, თუ დასჭირდათ სახელმწიფოს გააუქმებენ. მათთვის მთავარია პირადი კეთილდღეობა და პარტიული ინტერესი". - წერია პარტიის განცხადებაში.
0
0