02/06/2023
15:36
მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ ამ საკითხებს განვიხილავთ რუსეთის უსაფრთხოებასთან, ამ შემთხვევაში, საშინაო პოლიტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმ ძალისხმევის გათვალისწინებით, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ჯერ კიდევ აკეთებენ და აძლიერებენ მათ, რათა შეარყიონ ვითარება რუსეთის ფედერაციაში და მე და თქვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეცეთ მათ ამის საშუალება", - განაცხადა პუტინმა.
მისი განმარტებით, დღევანდელი დისკუსია მოიცავს ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რაც, მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც 190 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.
0
0