
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც დისტანციურად ჩაერთო, ყურადღება გაამახვილა ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საზოგადოება ახალ მსოფლიო ომს ხედავს.
„დღეს მიმდინარეობს ახალი მსოფლიო ომი. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რომ რაღაც მოხდეს. რა მშვიდობაზე გველაპარაკებით, მშვიდობაა ის, რომ ოჩამჩირეში პორტში იხსნება? უკრაინაში რუსების ომის ახალი ფრონტი? ნებისმიერ მომენტში აქ შეიძლება მოვლენები სწრაფად განვითარდეს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანობისკენაც მოუწოდებს.
„მჭიდრო კონტაქტები უნდა გვქონდეს. თქვენთან ერთად ვარ. მშვიდად უნდა ვიყოთ. ხელები არ ჩამოუშვათ. შეიძლება წარსულში ერთმანეთი გძულდეთ, მაგრამ საერთო მიზნები უნდა გვაერთიანებდეს. რთული მომენტები გვაქვს დამდგარი. ხალხი გარბის, მალე ხმის ამომღები აღარ დარჩე“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0