-share.jpg)
სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ახლა იმ ეტაპზე, რომ მივაწყდით აბსოლუტურად ყრუ კედელს დონორების მხრიდან. ხდება იატაკქვეშა დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პარტიების უკანონო დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არის რამდენიმე დონორი, ვინც უხეშად არღვევს იმ სტანდარტს, რომელიც არსებობს საერთაშორისო დახმარების სფეროში.
„მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე არაერთხელ მქონდა საუბარი როგორც დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, ისე უშუალოდ დონორების ხელმძღვანელებთან, არის რამდენიმე დონორი, ვინც აბსოლუტურად უხეშად არღვევს იმ სტანდარტს, რომელიც არსებობს საერთაშორისო დახმარების სფეროში. ყველას შევახსენებ, ეს არ არის დაურეგულირებელი სფერო იმ მხრივ, რომ როგორც გინდა ჩახვალ ნებისმიერ ქვეყანაში და დახარჯავ ფულს ისე, როგორც გინდა. არსებობს საერთაშორისო დახმარების პარიზის დეკლარაცია, რომელიც ავალდებულებს დონორებს, იყვნენ გამჭვირვალენი ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მათ პასუხისმგებელს ხდის იმ შედეგებზე, რომელიც დგება მათ მიერ ფულის ხარჯვით. სამწუხაროდ, ამ ჩვენს მოწოდებებს, დახურულ კარს მიღმა საუბრებს, საჯარო მოწოდებებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, რადგან ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყრუ კედელია ამ მხრივ და ხდება იატაკქვეშა დაფინანსება რადიკალური ჯგუფების და პარტიების უკანონო დაფინანსება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0