16/12/2021
15:16
სამართალი
„დაცვის მხარემ ვინაიდან წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, რომელიც წარმოადგენს 20 გვერდს, გთხოვთ, მოგვცეთ დრო, რომ წარმოვადგინოთ არგუმენტები მათ დასკვნით სიტყვაზე რეპლიკების სახით“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი განაცხადა, რომ პროკურატურა, რომელიც თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა, ახლა გადადებას ითხოვს.
ამასთან, პროცესზე ავთანდილ წერეთელმა პროკურორებს მიმართა, რატომ სურდათ მათ სხდომის გადადება, თუ მართლები არიან.
საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა 11 იანვარს 11:00 საათზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 2019 წლის 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 2019 წლის 27 აგვისტოს შეუფარდა.
0
0
TasteAtlas შოთის პურის შესახებ წერს
01/11/2024