
როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ერთ თვეში ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, და ამ ვითარებაში ხაზარაძე დადის და ითხოვს ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თვითონ მამუკა ხაზარაძე უკვე არის სანქცირებული ქართული სასამართლოს მიერ თაღლითობისთვის. როდესაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ერთ თვეში ველოდებით ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას, და ამ ვითარებაში ხაზარაძე დადის და ითხოვს ქართველი პოლიტიკოსების დასანქცირებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ისინი ცდილობენ, ამ ვითარებაშიც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. სხვაგვარად ხაზარაძის ეს განცხადება ვერ აიხსნება“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0