ხატმწერი და ხელოვნებათმცოდნე თამარ გოჩიაშვილი წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ორი პირის ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან მსგავსების გამო სოც-ქსელებსა და მედიაში დაწყებულ დებატებს ეხმიანება:
"მეგობრებო, მომისმინეთ! ხატზე ან ფრესკაზე დამკვეთის გამოსახვა ამა თუ იმ წმინდანთან მავედრებელ ასპექტში სრულიად კანონიკურია. ის ამბავი სხვაა როცა ამას მდაბიონი აკეთებენ და არა წარჩინებულები, ასე მოიტანა დრომ. ამაზე დავა არის სისულელე. ნუ ასცდებით მთავარ მოვლენას.
მთავარი აქ არის ს ტ ა ლ ი ნ ი!!!!!
დანარჩენი არის ლირიკა" - წერს თამარ გოჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ. მასზე გამოსახულ მავედრებელებს, საზოგადოების ნაწილმა, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მიამსგავსა. თუმცა, ორივემ ეს ფაქტი უარყო:
“არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მითუმეტეს, არც ცხვირი.” - ამის შესახებ ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელი დაწერა.
0
0