“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დავით თარხან - მოურავის თქმით, სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული ქართველ ხატმწერს დაუკვეთეს,რომლის ვინაობაც საპატრიარქოსთვის ცნობილია.
როგორც მან, რადიო “სივრცის” გადაცემა - “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" განაცხადა, მის ვინაობას საჯაროდ არ დაასახელებს, რადგან ჟურნალისტების მხრიდან ზეწოლას, ხატმწერი ვერ გაუძლებს.
„ეს ხატი, მე დავუკვეთე- ძალიან კარგ ქართველ ხატმწერს. ის არის მანდილოსანი, შეიძლება ჩემი ასაკის, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება იცხოვრა მონაზვნური ცხოვრებით და ახლაც ასე ცხოვრობს. ჩვენ არ ვმალავთ მის გვარსა და სახელს, მისი ვინაობა საპატრიარქომ იცის და კომუნიკაცია მათ შორის არსებობს. და სწორედ, ეს ხატმწერი შეიტანს შესწორებებს. ჩვენ არ ვეუბნებით ჟურნალისტებს მის ვინაობას, რადგან შეჭამენ ცოცხლად და ის ვერ გაუძლებს“,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
0
0