
ეუთომ უკვე დაადასტურა ინფორმაცია მათი სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრის გარდაცვალებაზე.
„მარინა დაიღუპა იმ ქალაქში, რომელიც საომარ ზონად არის ქცეული, როდესაც დაზარალებულ ოჯახს საჭირო ნივთებს აწვდიდა“, - აცხადებენ ეუთოს ხელმძღვანელი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ და ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია.
ეუთოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. მათი თქმით დაბომბვებს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ეუთოს მასშტაბით, არაპროვოცირებული სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ურბანული ცენტრების დაბომბვას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და დაშავება მოჰყვა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - აცხადებენ ეუთოს ლიდერები.
0
0