გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივნისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +21, +26°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +26, +31°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +19, +24°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19°, დღისით +33°.
სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°.
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +32°.
ზუგდიდი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +28°.
ოზურგეთი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°.
ონი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
გორი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +30°.
ცხინვალი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
მარნეული: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +33°
რუსთავი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +33°.
ახალციხე: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°
ბორჯომი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +31°
ბაკურიანი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°
სტეფანწმინდა: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +22°
თელავი: დღის მე-2 ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +32°
0
0