12/01/2025
12:02
მსოფლიო
მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად ოსკაროსანი მსახიობის, ენტონი ჰოპკინსის სახლი განადგურდა.
"სანამ ყველანი ვცდილობთ, რომ ამ ხანძრების განადგურება მოვიშუშოთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ერთადერთი რაც თან მიგვაქვს სიყვარულია, რომელსაც გავცემთ". - დაწერა ჰოპკინსმა Instagram-ზე.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა: პერის ჰილტონმა, ანა ფერისმა, ჯენიფერ ლავ ჰიუიტმა, ლეიტონ მისტერმა, ჯენიფერ გრეიმ, კერი ელვისმა, ბილი კრისტალმა, დაიან უორენმა და ედამ ბროუდიმ (ბროუდი და მისტერი ცოლ-ქმარი არიან, ცეცხლმა წყვილის საერთო სახლი გაანადგურა).
მსახიობ ჯეიმს ვუდს თავდაპირველად ეგონა, რომ ხანძრის შედეგად სახლი დაკარგა, მაგრამ მოგვიანებით გაარკვია, რომ მისი სახლი არ განადგურებულა.
"სასწაული მოხდა. ჩვენს საკუთრებაზე მიღწევა მოვახერხეთ და ჩვენი სახლი, რომელზეც გვითხრეს, რომ სამუდამოდ დაკარგული იყო, კვლავ დგას. ამ ჯოჯოხეთუს ლანდშაფტში, "დგომა" ფარდობითია, მაგრამ კვამლი და სხვაგვარი დაზიანებები ჩვენს გარშემო აბსოლუტურ განადგურებას არ ჰგავს". - დაწერა ვუდმა.
უახლესი მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა.
ხანძარი 7 ნოემბერს, პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში დაიწყო, რომელიც სანტა-მონიკასა და მალიბუს შორის მდებარეობს. ხანძრის ფართობი 1182 ჰექტარს შეადგენს. ბოლო მონაცემებით ევაკუირებულია 30 000 ადამიანი, ცეცხლმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლებიც.
0
0