06/04/2023
15:52
პოლიტიკა
"ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ დასანქცირებულმა, მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა:
"არასამთავრობოების ჟივილ-ხივილი არის, სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მემგონი ისე მიდის, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და მოხდებოდა სასამართლო სისტემის დაქვემდებარება აშშ-ს საელჩოსადმი, მგონი ეს მეეჭვება რომ მოხდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ". - ამბობს ლევან მურუსიძე.
0
0