19/06/2023
11:21
პოლიტიკა
დავაკვირდები, მიხეილ სააკაშვილი როგორ დაბრუნდება და ტრავმის შემდეგ როგორ იქნება მისი დებიუტი მოედანზე. სააკაშვილს ნასწავლის ჯერ არაფერი ეტყობა. ამიტომ მგონია, რომ იგივე ამბავი იქნება, რომელიც ჩავარდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სააკაშვილს ხალხისთვის ბოდიშის მოხდა უნდა ესწავლა.
„მიხეილ სააკაშვილს უნდა ესწავლა, რომ ბოდიშების მოხდა უნდა დაიწყოს. ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს იმ სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მას ტანჯავს. მანამდე ქართველ ხალხს ტანჯავდა მისი ხელისუფლების დროს. მის მიმართ ბევრი საბოდიშო გამოჩნდება და რას აპატიებენ, ეს იქნება მისი პოლიტიკური შედეგი. ჯერ მის მიმართ საზოგადოების ნახევარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ არის დაპირისპირებული. თავად ჰგონია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს და ხალხი ტყუილად გაებუტა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.
0
0