
მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო მეგა პროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძეა. ABC-ის ეთერში მაყურებელმა ნუცას პერფორმანსი დღეს იხილა.
ნუცას გამოსვლას American Idol-ის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორისაა კრიტიკული შეფასებებიც.
მაგალითად, ადგილობრივი აუდიტორიის ნაწილი წერს, რომ ეს კონკურსი ამერიკულია და მასში სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არ უნდა მონაწილეობდნენ.
ასევე კომენტარებში იხილავთ შემდეგ მინაწერებსაც: “არ მომწონს [ნუცა], რადგან ის ზედმეტად შოუგოგა..”; “ხმა კი აქვს კარგი, მაგრამ არა ჩემთვის..” “ის არის კარგი, მაგრამ არა შესანიშნავი…” - წერენ ამერიკელები.
კრიტიკული კომენტარების პასუხად, ქართველმა ჟურნალისტმა თამარ მუსერიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართულ საზოგადოებას ნუცა ბუზალაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მუსერიძე წერს:
"ხალხო ნუცას გვიჩაგრავენ ამერიკელები 😡😡
სასწრაფოდ შევესიოთ ვიდეოს კომენტარებს და მხარი დავუჭიროთ
jlo from georgia … ვაიმე არ მჯერაააა !!!!! ნუცა ბუზალაძე go go.." - დაწერა მუსერიძემ
0
0