-share.jpg)
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ყველა, აბსოლუტურად ყველა გონებით ბრმაა, ვინც მიიჩნევს რომ ივანიშვილს არჩევნების მოგება არ უნდა და სტატუსზე უარს ამბობს (საბოტაჟს ეწევა).
პუტინსაც უნდა მისმა მოკავშირემ ძალაუფლება შეინარჩუნოს საქართველოში.
ივანიშვილს ძალაუფლების დათმობა არ უნდა! (არც პუტინს უნდა რომ ივანიშვილმა ძალაუფლება დაკარგოს).
სტატუსზე უარს დასავლეთისგან ძალაუფლების დათმობისკენ ზეწოლად თვლის და სტატუსთან მიმართებით ყველაფრის დემონიზაციას ახდენს, რომ ვერ მიღებით გამოწვეული ზიანი შეამციროს და ძალაუფლება უსტატუსოდაც შეინარჩუნოს (თუ ყველაფრის მიუხედავად მისცეს, ხომ ტრიუმფს ვარაუდობს).
სანამ გონების თვალს ზუმს არ მიაბამთ, მანამდე ფაზლის ერთ დეტალს იქნებით ჩაშტერებული და რეალურ სურათს ვერ დაინახავთ.
ხალხო, არ გაყვეთ გონებით ბრმებს – გადაგვჩეხავენ.
p.s. ჩვენ დისკუსია გვჭირდება იმაზე, ცვლილებები რას მოიტანს.
ჩვენ გვჭირდება “ხვალინდელი ქათამი” ნათლად დაინახოს ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ, იმისთვის რომ სტატუს კვოზე უარი თქვას.
სტატუსით, თუ უსტატუსოდ, ჩვენ გვჭირდება რეალურად პროდასავლური ხელისუფლება, იმისთვის რომ სტატუსით ვისარგებლოთ.
პუტინისტური რეჟიმის გააზრებული ცვლილება რომ მოხდეს, ხალხმა უნდა იცოდეს ცვლილება რას მოიტანს.
რაც შეეხება სტიქიურ ცვლილებას – სტიქიას ჩვენ ვერ დავგეგმავთ, შეგვიძლია მხოლოდ მზად ვიყოთ.“ - ჩერგოლეიშვილი.
0
0