
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული აგენტების ამერიკული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.
სხდომას ინიციატივის ავტორები, უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი ესწრება. სწორედ ოპოზიციამ დააანონსა ხმაურიანი განხილვა.
ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონპროექტი არის ძალადობრივი.
"ის, რომ პარლამენტი უკვე მერამდენე დღეა უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმით მუშაობს, ადასტურებს სწორედ, რომ ძალადობრივია ის კანონი, რომლის მიღებასაც ახლა "ქართული ოცნება" გეგმავს. აი, ასე სუს-ით, ძალოვნებით გარშემორტყმულ პარლამენტის შენობაში. ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ ეს კანონი თავისი არსით, ემსახურება თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანების ამ ქვეყნიდან განდევნას და ვინც დარჩება მათთვის ხელების გადაგრეხას,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საქართველოს მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის პროცესში.
"ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ვეღარ მიიღებს ვერანაირ სტატუსს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანება უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა და უკრაინა დაიწყებენ გაწევრიანების პროცესს, საქართველო კი დარჩება ამ პროცესის მიღმა. ევროკავშირი ჩვენ უარს გვეტყვის კანდიდატის სტატუსზე, როდესაც ამის განხილვა შე საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციებიო, ქვეყანაში აღარ იარსებებს რესურსი, რომელიც ქვეყანაში ჩაატარებს არჩევნებზე დაკვირვებას,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
0
0