
თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის სტატუსს ეხმაურება და წერს:
“ეს იმ სერიიდან არის, ვაშლიჯვრის ფერდი რომ უნდა დაიძრას და დიდუბეში ჩავიდეს?
ხალხის დაპანიკება, დეზინფორმაციის გავრცელება და აპოკალიფსის დახატვა ამ ქალბატონის ჰობია.
შემიძლია გითხრათ, რომ გელოვანი- მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ გზაზე, არავითარი საფრთხე არ არსებობს.
ეს ქალბატონმა თეამაც კარგად იცის, თუმცა, მაინც აკეთებს ყველაფერს, რომ გურიაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, ხალხი კიდევ უფრო დაზაფროს. ნარატივი კარგად ნაცნობია!” - წერს ცინცაძე.
როგორც ცნობილია, თეა გოდოლაძემ დღეს დაწერა:
“დეფორმირებულია კედელი, დაბზარულია, გელოვანის ახალ გზაზე, ლისის ფერდზე. მიაქციეთ ამას ყურადღება!”
0
0