04/08/2023
11:31
პოლიტიკა
ხალხი ტალახში იხრჩობა და ჩემს ფიდში შემორჩნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს ჰიპოთეზებით - “მიშა რას იზამდა” - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"ამ მომენტში, ადამიანების გადარჩენისთვის ლოცვის და საკუთარი საქმის (ჩემს შემთხვევაში - გაშუქება) გარდა, რა უნდა აკეთოს ნორმალურმა ადამიანმა არ ვიცი.
დატოლებების ადგილი და დრო რომ არ არის ეგ ვიცი ზუსტად.
ხალხი ტალახში იხრჩობა და ჩემს ფიდში შემორჩნენ ადამიანები, ვინც პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს ჰიპოთეზებით - “მიშა რას იზამდა”.
ასეთი სუსტი, უბადრუკი, უგემოვნო და სასოწარკვეთილი გამოხტომა ცოტაჯერ მინახავს." - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე წერს: “მიშა ახლა როგორ მოიქცეოდა, მხოლოდ წარმოიდგინეთ".
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, ონის მუნიციპალიტეტში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს, დაახლოებით 35 ადამიანს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.
0
0