19/11/2021
10:21
პოლიტიკა
მისივე თქმით, რეალობის გადაკეთებაში გულისხმობს იმას, რომ მწამებლები წარმოჩინდებიან, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები.
„ის ხალხი, რომლებმაც პენიტენციური სისტემა გადააქციეს სასაკლაოდ, დღეს წარმოჩინდებიან, როგორც პენიტენციური სისტემის მცოდნე ექსპერტები და ჭკუას გვასწავლიან. ის ადამიანები, რომლებიც ხალხს ართმევდნენ საკუთრებას და რეიდებს ატარებდნენ ტელევიზიებში, დღეს თავს წამოაჩენენ, თითქოს ისინი არიან მედიის თავისუფლების დამცველები. ეს არის რეალობის გაყალბების მცდელობა, რის გამოც საზოგადოებამ ყველა ამ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ნაცმოძრაობა რასაც აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნისას, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აგრძელებს ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0
0