18/10/2024
21:56
პოლიტიკა
ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხი განსაზღვრავს კოალიციურ მთავრობაში რომელი პარტია რა პროცენტული მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი - პრეზიდენტს მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების და ხალხის არჩევანს, მაშინ რატომ ვატარებთ ამ არჩევნებს?! - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილი აცხადებს, მანამ სანამ არ იქნება ცნობილი თუ როგორი იქნება ამომრჩევლის მანდატი ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი თანამდებობის განაწილებაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი.
„ჩვენ მზად ვართ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ. ეს არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის გამარჯვება, ვერც იქნება რომელიმე პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება. ამ გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, ფლაგმანი იქნება „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობა“ და მთავარ როლს შეასრულებს, რადგან ამომრჩევლის 1/3 ზე მეტი, სწორედ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ - მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. ბუნებრივია, მზად ვართ იმისთვის, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობის განაწილებაზე, ან პრემიერ-მინისტრობის პოსტზე. ამომრჩეველს არ აინტერესებს რომელი პარტია რა პოზიციას დაიკავებს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
გარდა ამისა, ბეჟაშვილმა „ქართულ ქარტიაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარტიაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ გაიმართებოდა კონსულტაციები და მოხდებოდა მთავრობის შეთანხმება და არა არჩევნებამდე.
"პრეზიდენტს მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების და ხალხის არჩევანს, მაშინ რატომ ვატარებთ ამ არჩევნებს?!“- განაცხადა ბეჟაშვილმა.
0
0