-share.jpg)
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვყნებს და წერს:
"დიდი ბორგვა-გოდებაა ატეხილი ნიუსფიდში აგენტებად შერაცხვაზე და ხალხს კიცხავენ “ხალხი ამასაც გადაყლაპავს”.
ხალხი კი არ გადაყლაპავს.
თქვენ გადაყლაპავთ - ვისაც უშუალოდ გეხებათ.
გრანტებს ვინც იღებთ, ისინი გადაყლაპავთ და მოახდენთ ამ სიგიჟის ნორმალიზაციას.
ზუსტად ისე, როგორც ყველაფრის ნორმალიზაციას ახდენდით, ოღონდ რომელიმე საელჩოში ფოტო გადაგეღოთ.
ხალხი არაფერ შუაშია, ხალხი არ ყლაპავს აგენტებად შერაცხვას.
თქვენ ყლაპავთ, რომ ნორმალიზაციაში გრანტი აიღოთ იმის იმედით, რომ ალიგატორი ბოლოს შეგჭამთ.
შეგიძლიათ დამიმტკიცოთ, რომ ვცდები.
მაგრამ მგონია, რომ არ ვცდები.
p.s. კიარა, ისიც მგონია, რომ გამარჯვებად შემოგვასაღებთ ამ გიჟურ კანონში რომელიმე შესწორების შეტანას." - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0