
“საიდან შემოგიაროთ, როგორ მოგმართოთ, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ-სპიკერებო, რომ რასაც იმსახურებთ ის მოგართვათ, და თან სახე არ დავკარგო?! ეპითეტებს ისეთს იმსახურებთ, აქ რომ არ დაიწერება, მაგრამ მავნებლები ნამდვილად გამოდექით. მავნებლობაა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ამ ვითომ აქციებით”, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაოის” ყოფილმა წევრმა მაია ნადირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ნადირაძე დღეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს და მათ სააკაშვილის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
"ყოფილი კგბ-ს აგენტების სკრიპალების მოწამვლის თაობაზე მსოფლიო დადგა ფეხზე და დღეს, პრეზიდენტის მოწამვლა, იგივე რუსული ძალის მიერ, თურმე სულ რაღაც ხუთასს ადამიანს აღელვებს. ამის დემონსტრირებას ახდენს თქვენს მიერ დაგეგმილი და “ განხორციელებული” მიტინგები.
იმიტომ შემოგითვალათ სააკაშვილმა დამანებეთ თავიო. მიხვდა რა მავნებლობა გამოვიდოდა აქედან. სადმე პირი არ გააღოთ და არ თქვათ, რომ ხალხი არ გამოდისო.
ხალხი არ გამოდის ტაკიმასხარობაზე და უნიჭო მსახიობების პაროდიებზე. ხალხი გამოდი გამარჯვებისთვის ბრძოლისთვის და ის იქამდე ლიდერებს მიჰყავთ. ლიდერებს და არა პოლიტკარიერისტებს.
ხოდა, მიმართეთ ზურა ჭიაბერაშვილს, (თმას რომ იგლიჯავდით, როგორ გაგვიბედა მოახლოვებაო), არ დაგზარდებათ და დაწერს. ისედაც წერს შეიძლება, მაგრამ ის არ წარმოადგენს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას და არა აქვს სათანადო ძალა და ლეგიტიმაცია.
წესით, აქ უნდა დავწერო, რისი და ვისი ბრალია მსგავსი მავნებლობა, მაგრამ ბრიყვები ფაფარს აიშლიან და დანარჩენებმა ისედაც იციან.
დღეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა, საკუთარი უსუსურობა საპროტესტო აქციით გამექარწყლებინა.
უარესი დამემართა." - წერს მაია ნადირაძე.
ცნობისთვის, დღეს, ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია გაიმართა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.
0
0