
"ხაბემ იკადრა ესა? რატომ დაგვტოვა, რატომ? ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? რა ხელმოცარული იყო „ნაცმოძრაობა“ მანამდე, ის ხელმოცარული დარჩა ახლაც, ახალი თავმჯდომარის პირობებში," - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, “ნაცმოძრაობის” მიერ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტიას თუ უნდა გასვლა საკანონმდებლო ორგანოდან, “კეთილი ინებონ და მანდატები დადონ, მანდატები დატოვონ”.
"იმის ნაცვლად, რომ ჩართულიყვნენ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ თურმე დადებითად შეაფასა და ერთ-ერთი ლიდერი ვართ, უკრაინა გვისწრებს მხოლოდ შეიარაღების ნაწილში და ნუ, გასაგებია.
საქართველო მოწინავე იყო და იგივე დაფიქსირდა ევროკომისიის მხრიდან. ერთი ნაბიჯით ვართ ახლოს კანდიდატის სტატუსთან და რას აკეთებენ - ბოიკოტი. თუ გასვლა უნდათ, კეთილი ინებონ და მანდატები დადონ, მანდატები დატოვონ, ამის შემდეგ მივიღებთ. მილიონჯერ შეუწყვეტიათ, ვის ატყუებენ?! თან ბოიკოტის რეჟიმი უნდათ და თან ხელფასები და ბენეფიტები? ასე არ გამოვა, მანდატები დაიდოს, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
დანარჩენი ახლა არც მანამდე, არც ახლა და არც მომავალში ამათი მუქარა, ამათი უბადრუკი მცდელობები არაფრის მომტანია. რომელიმე თუ გადააბიჯებს კანონს, ადეკვატური რეაგირება იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან. დანარჩენი, ალბათ, ეს შოუ, ალბათ, გრძელდება“, - ამბობს ზარქუა pia.ge-სთან ინტერვიუში.
0
0
შემოსავლების სამსახურის განცხადება
08/05/2026
საბურთალოზე კაცი მოკლეს
08/05/2026