06/06/2023
15:00
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები და „რუსული პარტიის“ ისტერიკაც აბსოლუტურად გასაგებია.
ელისაშვილის განცხადებით, რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია.
„ლევან ხაბეიშვილს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს „ოცნების“ დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები ბოდიში და თუ „შეგვეტენებით“ თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი. ხომ შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „ოცნება“ უნდა წავიდეს - „ნაციონალები“ არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“, - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.
0
0