05/06/2023
13:15
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილს სურს, კოალიცია თავის გარშემო შეინარჩუნოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებაზე, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ იდეა, ხედვა არ აქვს.
„ლევან ხაბეიშვილის განცხადებებზე კომენტარი რთული ხდება. ფაქტია, სურს, რომ კოალიცია თავის გარშემო შეინარჩუნოს. ამისთვის სააკაშვილის სახელი არის ერთი ხავსი, რომელსაც შეიძლება, ჩამოეკიდოს. ინტელექტუალური რესურსი არ აქვს, რომ თავისი პროგრამებით ან აზრებით თავი მოაწონოს სხვა პოლიტიკურ, ასევე რადიკალურ ფრთაზე მყოფ ძალებს. სააკაშვილის სახელის ხშირად ხსენება არის გამოსავალი, როგორმე ჭაობიდან ამოვიდეს. კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ხაბეიშვილი – არის ერთი აგრესიული დაჯგუფება რევოლუციური სცერით და სათავეში ჰყავთ ადამიანი, რომელმაც საკმაოდ დიდი რესურსის მობილიზება მოახდინა, მათ შორის ქართული ჯარის ძარცვით. იდეა, ხედვა ამ პარტიას არ აქვს და მისი სცენარი არ შეცვლილა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0