
“ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება ძალიან არაკორექტულია და არაეთიკური. პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა ასეთი ბაქიბუქი, როდესაც შენ პირადად ნამდვილად არაფერს წარმოადგენ”, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე.
„თავმჯდომარე ხარ და გადაწყვეტილებებს ვერ იღებდე, ეს უფრო ყურადღება მისაქცევია, ვიდრე ის, რეკომენდაციები მისცე სხვა პარტიებს. ლევანს არც აღვიქვამ პრობლემად? პრობლემას წარმოადგენენ ადამიანები - კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, რომლებიც დღეს რეალურად მას აკეთებინებენ იმას, რასაც თვლიან საჭიროდ“, - ამბობს ბაჩო დოლიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7% მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026