13/12/2022
13:35
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.
თავმჯდომარეობის კანდიდატის შესაბამისი დოკუმენტაცია პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას თქმით, არჩევნები „ბლოკჩეინის“ სისტემით გაიმართება.
როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” თვმჯდომარეობის კანდიდატობის სურვილი აქვთ, მოქმედ თავმჯომარეს ნიკა მელიას, პარტიის მხარდამჭერ გიორგი მუმლაძეს და პარტიის ყოფილ წევრს ნონა მამულაშვილს.
0
0