
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირება იმ ადამიანებთან, რომელზეც დგას "ნაციონალური მოძრაობა" ზიანს აყენებს და ანგრევს პარტიას.
მისივე თქმით, მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა:
"შესაბამისად, ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას იღებენ თავმჯდომარეები, კონკრეტულ ლოკაციზე. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. პარტია, კარს უხურავს იმ ადამიანებს, რომელზეც იდგა და დგას პარტია. რა თქმა უნდა, აზიანებს პარტიას ასეთი დაპირისპირების კერა. ამას ახლა ვერ ხვდებოდე, მთლად ასე ვერ იქნება ხომ?! ე.ი. აკეთებ მიზანმიმართულად,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. არჩევნებს ატარებენ 63 მუნიციპალიტეტში, აქედან 56-ში მხოლოდ ერთი კანდიდატია დასახელებული.
ერთ მუნიციპალიტეტში საერთოდ არავინ დარეგისტრირებულა და ექვსში მხოლოდ ორ- ორი კანდიდატია წარდგენილი. ამ სტატისტიკას წინ უძღოდა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების თანამდებობიდან წასვლა. გუშინ, თანამდებობა 6 მუნიციპალიტეტში დატოვეს. ნაწილი საუბრობდა ლევან ხაბეიშვილის მენეჯმენტის მხრიდან ზეწოლაზე.
0
0