18/04/2023
11:43
პოლიტიკა
“არ მეგულება „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში ადამიანი, რომელიც დადგება და ილაპარაკებს პარტიის პროგრამაზე, სახელმწიფო მშენებლობის თემაზე. ეს თუ არ შეუძლია ხაბეიშვილს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვინმე სხვას შეუძლია”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მთავარი არის ის თუ ვინ დგას ამ პარტიის მმართველ სადავეებთან, ეს არის კეზერაშვილი, ეს არის მერაბიშვილი და შინაარსი პოლიტიკური პარტიისა, რომელიც არ შეცვლილა და რომელიც კვლავ იმავე პრინციპებზე დგას. ეს არის სადისტური მმართველობის გადმონაშთი, რომლის რაღაც ანასხლეტით აღმოჩნდა სათავეში ლევან ხაბეიშვილი. ხაბეიშვილის არის კლოუნის მაგვარი წარმონაქმნი ამ პოლიტიკურ ველზე, რომელმაც არა თუ ინგლისური ან რომელიმე სხვა ენა, არამედ ქართულიც საკმაოდ ცუდად იცის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.
0
0