
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და ნაციონალური მოძრაობის წევრ, ლევან ხაბეიშვილის “დებატები” სოციალურ ქსელში:
"ხაბე, რამ დაგაკარგვინა ასე სახე, ხალხს რომ გამათბობელზე აბამ?!
ბოლოს რა გამოიძია შენმა ახალმა სამსახურმა და საიდან ფინანსდება ეგ საგამოძიებო? ",- ასე მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს" - ლევან ხაბეიშვილს, რომელიც, ნინო ჯობავას, ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში 31- ე ქარხნის გამათბობელზე დაბმით ემუქრება.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ნებისმიერ ადამიანს უპასუხებს, რომელიც მას ტალახს ესვრის და განმარტავს, რომ გამათბობელზე დაბმაც არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი.
ჟორჟოლიანი მას მოუწოდებს, კიდევ ერთხელ, კითხვაზე პასუხის გაცემისკენ, თუ საიდან ფინანსდება.
იქამდე, ნინო ჯობავამ ხაბეიშვილს „კეზერაშვილის კასირი“ უწოდა.
0
0