-share.jpg)
საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ნინო მაჭარაშვილმა სასამართლო დავა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო მაჭარაშვილის გათავისუფლების ბრძანება და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კომპენსაციისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის გადახდა დააკისრა.
"საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ მესამე დავაც წარმატებულად დასრულდა ჯასთის ლიგ-ის მიერ. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალბატონ ნინო მაჭარაშვილს სარჩელის დიდი ნაწილი დაკმაყოფილდა, გათავისუფლების ბრძანება ცნობილ იქნა უკანონოდ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე განაცდურის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის" – წერს დიტო ხვიჩია, კომპანიის მმართველი პარტნიორი Facebook–ის პირად გვერდზე.
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს.
0
0