03/12/2021
20:44
პოლიტიკა
“საგანძურზე გაქვთ მუდმივად ეჭვები, რომ მე რაღაცას ვუშავებ საგანძურს. საგანძურზე წუხილი თქვენგან არ მახსენდება ქ-ნო თაკო, სანამ არ გაპოლიტიკოსდებოდით და ვინც თქვენ ძალით გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა “ქართული ოცნების” და ჩემი დიდი ცოდვა. რატომ უნდა გენდოთ, გამოაქვეყნეთ “იუნესკოს” ექსპერტების დასკვნა საგანძურთან დაკავშირებითო. ეს დასკვნა არ არის დაფარული, მაგრამ თქვენ საქმისთვის რა თქმა უნდა, არ გცალიათ. მოდით შევთანხმდეთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე კულტურული და მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი, იმიტომ რომ მეტი მიღწევა თქვენ პოლიტიკაში არ გექნებათ”, – უპასუხა თეა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს.
თეა წულუკიანი “მინსიტრის საათის” ფორმატში პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგა. მოხსენების შემდეგ დეპუტატებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებით მიმართეს, რომელსაც კულტურის მინისტრი თანმიმდევრობით პასუხობს. კითხვა-პასუხის რეჟიმში არაერთხელ მოხდა სიტყვიერი დაპირიპირება თეა წულუკიანს, სალომე სამადაშვილსა და თაკო ჩარკვიანს შორის.
0
0