
„ვოლტის“ კურიერებმა კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„ვოლტში“ დასაქმებულები ანაზღაურების ზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას, შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირებას და კომპანიის ხელმძღვანელობასთან კოლექტიურ შეხვედრას ითხოვენ.
„კონკრეტული მოთხოვნები რაც გვაქვს, ეს არის პირველ რიგში მინიმალური შეკვეთის გაზრდა ანუ გვინდა რომ საბაზისო შეკვეთა სამლარნახევარი დარჩეს. გვინდა კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრით გაიზარდოს. ასევე კოლექტიურ მოლაპარაკებაზე წამოსვლას ვითხოვთ, რომ სახალხო დამცველთან, იურისტთან ერთად სადმე დავსხდეთ და ელემენტარული ხელშეკრულება მაინც გაფორმდეს.
ხელშეკრულება არ გვაქვს იმიტომ რომ პარტნიორ კურიერებად მიგვიჩნევენ. როგორც მოესურვებათ ისე გვითვლიან შემოსავალს და სიახლე შემოაქვთ, ჩვენ არც გვეკითხებიან. ასევე ვითხოვთ იმას, რომ დაბლოკილ კურიერებთან დაკავშირებით პასუხი მოეთხოვოთ“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ „პუბლიკასთან“ საუბარში და დასძინა, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობამ ირაკლი ჯაკობიამ და ნატალია ხიზანიშვილმა აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა.
ცნობისთვის, 2 თვეზე მეტია კურიერები აღნიშნული მოთხოვნით აქციებს მართავენ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აპრილიდან
07/04/2026