04/05/2024
12:08
საზოგადოება
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ.
ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14.00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება.
მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები გაჩხრეკენ. მათ შორის - ებრაული პოლიციის წარმომადგენლებიც. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს შეასრულებს.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ელოდებიან, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
0
0