25/12/2024
17:31
პოლიტიკა
საპროტესტო აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, რაც მმართველი გუნდისთვის კანვასის ტრენინგების პრაქტიკული განხორციელების მორიგი მაგალითია. მათი თქმით, პროტესტის მონაწილეები კონკრეტულ გეგმას და წინასწარ დაწერილ სცენარს მიჰყვებიან. ცოცხალი ჯაჭვის ტაქტიკაზე კანვასის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე იყო საუბარი. ტრენინგებზე ასევე საუბარი იყო პროცესში სტუდენტების მონაწილეობაზეც.
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, წლებია რადიკალები ემზადებიან რევოლუციისთვის, რაც არ გამოსდით.
„წლებია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ემზადება რევოლუციური სცენარებისთვის, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით ისინი საწადელს ვერ აღწევენ საქართველოში. ამიტომ მუდმივად მათ დღის წესრიგში არის რევოლუციური სცენარებით სიტუაციის განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვახსოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღძრული საქმე, სადაც პირდაპირ ჩანდა უცხოელი ტრენერები, როგორ ცდილობდნენ გადაეცათ სპეციფიკური ცოდნა ქართველი ახალგაზრდებისთვის რევოლუციური პროტესტის და ძალადობრივი პროტესტის მოწყობისთვის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0