14/04/2023
22:09
პოლიტიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც ავიაკომპანია Wizz Air-ის საბორტო ჟურნალში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის აღნიშნული.
"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით, ავიაკომპანიამ აღნიშნული გაუგებრობა ონლაინ ვერსიაში უკვე გამოასწორა, მიმდინაროებს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ჩასწორებასთან დაკავშირებით".
ამასთანავე, ავიაკომპანიამ მედიის საშუალებით ბოდიში მოიხადა:
"გვინდა ბოდიში მოვიხადოთ საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ, რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია, ხოლო ბეჭდური ვერსია მთლიანად ჩანაცვლდება ტექსტისა და რუკის შესწორებული ვარიანტით რაც შედარებით მეტ დროს მოითხოვს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად". - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
0
0